თურქეთში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თურქეთში, ქალაქ ფინიკეს სამხრეთით, რომელიც ანტალიიდან 110 კილომეტრშია განლაგებული, 5,4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – გვაცნობებს აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.

მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო განლაგებული. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თანამედროვე ქალაქი ანტიკური ფინიკიის ადგილზე აღმოცენდა, რომელიც ძველმა ფინიკიელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ააშენეს.

ქალაქი ცნობილია თავისი ფორთოხლების კეთილსურნელებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button