“რუსთავი 2” ჩვეული განრიგით მაუწყებლობს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა დღეს დილის რვის ნახევრიდან მაუწყებლობა განაახლა.
მაუწყებლობა უსაფრთხოების მიზნით, ტელევიზიამ თავად შეწყვიტა, რუსთავის ორის ეზოში მიმდინარე აქციის გამო. გვიან ღამემდე ტელეკომპანიასთან საზოგადოების ნაწილი იყო შეკრებილი, ისმოდა რადიკალური მოთხოვნება და რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტსაც ქონდა ადგილი ჟურანისლტების მისამართით.
ყველაფერი კი, გადაცემა პოსტკრიპტუმში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვას მოყვა. წამყავნამ ვლადიმერ პუტინს რუსულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართა. მოგვიანებით, არხის ხელმძღვანელობამ და ჟურნალისტებმა გაავრცელეს განცახდება, რომ არ იზიარებენ კოლეგის გამოხატვის ფორმებს და ეს არ არის მათი არხის სარედაქციო პოლიტიკა.
მკაცრმა განცხადებებმა არ დააყოვნა ხელისუფლების მხირდანაც, ერთმანეთის მიყოლებით განცახდებები პრემიერმა, პრეზიდემტმა, პარალემნტის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, საგარეო უწყებამ და სხვა პოლიტიკოსბემა გააკეთეს. ისინი ჟურნალისტის საქციელს პორვოკაციად აფასებენ. ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, ომის პროვოცირება, ხალხის წინაარმდეგ პოროვოკაცია, რუსთავის ორისა და მისი წამყვანის დასჯა – ასეთი პათოსის არის ხელისუფლების განცახდებები.
განმოხმაურება იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხელ სააკაშვილისა და ოპოზციის წვერტების მხრიდანაც.