თურქეთში ძლიერი აფეთქება მოხდა [Video]

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირში, რომელიც ქურთების არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება, ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა, – იუწყება Reuters.

CNN Turk-ის ინფორმაციით, დილის 8 საათზე, ქალაქის ცენტრში, უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ.

აფეთქება რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც ქურთული ოპოციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. Reuters-ი გვაცნობებს, რომ ინციდენტი პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც დაკავებული ოპოზიცინრები მიიყვანეს.

თურქული ტელეარხი NTV იუწყება, რომ ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

Reuters-ის ინფორმაციით, დღეს – 4 ნოემბერს ქურთი ოპოზიციონრების დაკავების შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე სოციალური ქსელები – Twitter-ი და Whatsapp-ი დაიბლოკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button