მსოფლიოსიახლეები

თურქეთში ოპოზიცია აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ითხოვს

თურქეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი დევლეტ ბაჰელი აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ბაჰელის თქმით, ეს მუზეუმი მუსულმანური კულტურის ნაწილია და მისი ორიგინალური მიზნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის მარტის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჰაგია-სოფიამ შესაძლოა, მეჩეთ-მუზეუმად დაიწყოს ფუნქციონირება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა იუსიფ ჰალაჩოღლუმ მოითხოვა, რომ ჰაგია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსი დაებრუნებინათ.

მოხსენების თანახმად, მეჩეთის სტატუსის აღდგენის მიზნით, თურქეთის პარლამენტში შესაბამისი მიმართვა იქნა გაგზავნილი.

ადრე, თურქეთში კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, დიდი ერთიანობის პარტიამაც წარადგინა წინადადება ჰაგია-სოფიის ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button