თურქეთში ქურთებისა და სამართალდამცველების მასობრივი შეტაკება მოხდა [Video]

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, რომელიც უმეტესწილად ქურთებითაა დასახლებული, ქურთისტანის მუშათა პარტიის წამომადგენლებსა და თურქეთის უსაფრთხოების ძალებს შორის მასობრივი შეტაკება მოხდა. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, – გვაცნობებს სააგენტო Haberler.

შეტაკების შედეგად დიარბაქირის ცენტრალურ რაიონს ხანძარი გაუჩნდა, ქალაქში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა. უსაფრთხოების ძალებმა ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები გამოიყენეს, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რომ 13 მარტის საღამოს, ანკარაში, გუვენპარკში, კიზილაის უბანში, სავაჭრო ტერიტორიასა და ტრანსპორტის გაჩერებაზე ტერაქტი მოხდა. ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა, 125 კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ანკარის ტერაქტი მამაკაცმა და ქალმა მოაწყვეს, რომლებიც ქურთისტანის მუშატა პარტიის წევრები იყვნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button