“თურქული გამანადგურებლები საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ”
ექვსმა თურქულმა გამანადგურებელმა, ეგეოსის ზღვის თავზე, საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – იუწყება პორტალი Air News.
თურქულმა სამხედრო თვითმფინავებმა, ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საბრძნეთის საჰაერო საზღვარი 20-ჯერ გადალახეს.
ინფორმაციის თანახმად, 2 თვითმფრინავი იარაღით იყო აღჭურვილი. შედეგად, ურთიერთსროლა ატყდა.
საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თურქული თვიმფრინავები აიძულეს, რათა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაეტოვებინათ.