უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა

უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა. დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ბორნით ფოთის პორტში ჩაიყვანეს.

უკრაინიდან გამოძევებულთა​ შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები, რომელთა ადგილმდებარეობა, ორი დღის განმავლობაში, უცნობი იყო.

დეპორტირებულებს ნათესავები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებოდნენ. საქართველოს 8 მოქალაქე, უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით კი, ქართველებს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button