მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის გუბერნატორი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა

“სტქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაზიანებულ სახურავებს უმოკლეს ვადაში აღვუდგენთ”- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, მედიასთან საუბარში განაცხადა.

გიორგი ალადაშვლის განმარტებით, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები წუხანდლიდან მუშაობენ და რეგიონისათვის სეტყვით მიყენებულ ზიანს აღწერენ.

” კახეთის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს. ახმეტასა და სიღნაღში გადახდილია სახურავები და ოთხივე მუნიციპალიტეტში დასეტყვილია ვენახები და სავარგულები. ჩვენ უმოკლეს ვადაში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დავეხმარებით მოსახლეობას დაზიანებული სახურავების აღდგენაში. რაც შეეხება მევენახეებს, რთველის შტაბთან კოორდინაციით, გაიხსნება აკურისა და სიღნაღის ღვინის ქარხნები და დღესვე დაზიანებული ყურძენს ჩაინარებენ 90 თეთრად”- განაცხადა ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით მოსულმა ძლია სტიქიამ, კახეთში ოთხი მუნიციპლიტეტის 24 სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაგლეჯილია ასწლოვანი ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები და გადახდილია ასობით საცხოვრებელი სახლის სახურავი.

მსგავსი პოსტები

Back to top button