თუშეთი გარესამყაროს მოწყდა – თუშეთობა გადაიდო

ახმეტის მაღალმთიანი დასახლება თუშეთი გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიამ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა 27-ე და 52-ე კილომეტრებზე დააზიანა.

როგორც რადიო “ჰერეთს” ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, რადგან ჩამოწოლილი კლდოვანი მეწყერის გაწმენდა ახლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით ადგილზე ელოდებიან გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და გეოლოგებს.

22 აგვისტოს სოფელ ომალოში თუშეთობის დღესასწაულის აღნიშვნა იყო დაგეგმილი, თუმცა ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით ეს დღეობა გადაიდო.

ვაჟა ნასყიდაშვილი – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button