თუშეთში ჩარჩენილ ტურისტს სამედიცინო დახმარება უტარდება

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. როგორც თუშეთის გამგებელის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ თქვა, თოვა შეწყდა და თორღვას აბანოსთან ჩამოწოლილი ზვავისგან დაფარული გზა გაიწმინდა.
რაც შეეხება ტურისტს, რომელსაც შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე თუშეთის ამბულატორიულ ცენტრში სამედიცინო დახმარება უტარდება.
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე პასუხისმგებლობა კომპანია ” გერალს” აქვს აღებული.
ფშაველი-ომალოს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე ყოველწლიურად იკეტება.