თუშეთთან მიმავალი გზა ჩახერგილია

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად ჩახერგილია და ადგილზე ტექნიკა მუშაობს. როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

20 აგვისტოს სტიქიის შედეგად ძლიერმა წვიმამ თუშეთის გზაზე რამდენიმე ადგილზე მეწყერი გამოიწვია.

ცნობილი ხდება, რომ სტიქიის გამო დღეს დაგეგმილი თუშეთობა ერთი კვირით გადაიდო.

გუბერნატორის თქმით, ფშაველი-ომალოს გზის გაწმენდით სამუშაოებს ორი დღე დასჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button