მედიკამენტები განვადებით და მინისტრის განმარტება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შეეცდებიან მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ, რომ მათ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდეთ.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველა შეფასებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე ჩატარდა, არის პოზიტიური.

“რჩება ერთი მთავარი გამოწვევა, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ანუ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი ბინაზე ღებულობენ, საავადმყოფოში მისაღებ მედიკამენტებს კი სახელმწიფო უფინანსებს”, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება მედიკამენტების განვადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სერგეენკომ აღნიშნა, რომ მან არ იცის ვის დაებადა და საიდან დაებადა ეს აზრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button