მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ტიკარაძის შეფასებით ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღისთვის მზადაა
ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა კორონავირუსის მესამე ტალღის გასამკლავებლად. ამის შესახებ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 5,5 ათას საწოლზე მეტია მობილიზებული, რომლის “გეგმაზომიერად გამოყენება” იგეგმება.
“ვადასტურებ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული COVID-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.