Time-მა წლის ადამიანის წოდების კანდიდატების შორტ-ლისტი გამოაქვეყნა

ჟურნალ Time-მა წლის ადამიანის წოდებაზე პრეტენდენტი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა.

შორტ-ლისტში მოხვდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი. მისი მეტოქე, ჰილარი კლინტონი ასევე პრეტენდენტია, რომელიც აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტობის მაძიებელი პირველი ქალი გახდა.

სიაში ასევე შევიდნენ: თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი, ბრიტანეთის პარტია UKIP-ის ლიდერი ფარაჯი, ოლიმპიური ჩემპიონი ბაილსი, მომღერალი ბიონსე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოდი და მარკ ცუკერბერგი, რომელმაც სოციალურ ქსელში ცრუ ამბებსა და მისტიფიკაციებს ომი გამოუცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button