სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე წარუმატებლად გამოდის

ლევან გორგაძემ მაისის ნაცუ ბაშოზე ორთაბრძოლა მეოთხედ წააგო.

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ზაფხულის სუპერტურნირზე მე-5 შეხვედრა ჩაატარა და მეოთხე მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინი, რომელიც ტურნირზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით გავიდა, – დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ონოშოს შეხვდა და ორთაბრძოლა დათმო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

ქართველ სეკიტორს იაპონელთან დადებითი ბალანსი აქვს. აქამდე ჩატარებული 6 შეხვედრიდან ლევან გორგაძემ 26 წლის ძალოსანს 5-ჯერ მოუგო და მხოლოდ ერთხელ წააგო.

მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინის ანგარიშზე 1 მოგება და 4 მარცხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button