ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოზე ირჯება, პირველი გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა დასავლეთის სეკივაკე ტოიონოშიმა აშკარად დაჯაბნა და იორიკირით სძლია. ახლა, ქართველი სეკიტორს თითო მოგება-წაგება გააჩნია, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის ოძეკი კოტოშოგიკუს წინააღმდეგ ელის, რომელიც 2 გამარჯვებით ლიდერთა შორის იმყოფება.
ქართველ სუმოისტს მონღოლ ჩემპიონთან ბრძოლების დიდი ისტორია გააჩნია და დადებითი ბალანსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ტოჩინოშინს ფუკუოკელ სეკიტორთან ჩატარებული 24 ბრძოლიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული.
თანამემამულის დარი მონაგარი აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც საწყის დღეს წარმატებულად დასრულებულ შეხვედრას აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა იჩინოჯოსთან მარცხი მიაყოლა. 214-კილოგრამიანმა მონღოლმა 199-კილოგრამიანი ქართველი იორიკირით დაჯაბნა.
გაგამარუ, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-3 დღეს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკანოივას დაუპირისპირდება. გორგაძეს მონღოლ მეტოქესთან მინიმალური დადებითი ბალანსი (2 მოგება, 1 მარცხი) გააჩნია.