სპორტი
ტოჩინოშინის თანაბარი ბალანსი. ლევან გორგაძემ ცურუგიშო დაამარცხა
33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს საზაფხულო სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება აღნიშნა.
თავად აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშოს გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით მოუგო მოწინააღმდგეს.
ამ გამარჯვებით ქართველ ძალოსანს ბალანსი გაუთანაბრდა და მას ერთი მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა.
ნაცუ ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. მას და ტოჩინოშინს ბევრჯერ ქონიათ გადაკვეთა და ქართველი სუმოისტი მას ურთიერთშეხვდრების ბალანსში 13:9-ს უგებს.