სპორტ-ნიუსისპორტი
ტოჩინოშინის თანაბარი ბალანსი და პირველი მარცხი ბაშოზე
ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მარცხი განიცადა.
34 წლის ტოჩინოშინი,რომელიც დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა,გაეჯიბრა იჩიამოტოს და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
იჩიამოტოს დასავლეთის მე-14 მაეგაშორას წოდება აქვს და იმის მიუხედავად, რომ ქართველმა სეკიტორმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო,-მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა.
ლევანმა პირველი შეხვედრა მოიგო და ამ დროისთვის თანაბარი ბალანსით ერთი ერთზე აქვს.
გასულ წელს ყველა ბაშო ლევან გორგოძემ უარყოფითი ბალანსით დაასრულა და რეიტინგში ჩამოქვეითდა მის წინ ახლა მხოლოდ 5 სუმოისტია.
კუკოგიკანის ბაშო 9 იანვარს დაიწყო და 23 იანვრამდე გაგრძელდება.