სპორტი
ტოჩინოშინმა მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო

მე-11 დღე ტოკიოს მარტის ბაშოზე ლევან გორგაძემ გამარჯვებით აღნიშნა.
ჩიოტაირიუსთან სასტრტო შეჯახების შემდეგ მალევე ჩაიგდო ხელში უპირატესობა და საბოლოოდ, ჰატაკიკომის ილეთით სძლია მეტოქეს.
ყველა ორთაბრძოლა, რასაც ამის შემდეგ ჩაატარებს ქართველი სეკიტორი,- ფინალის ტოლფასი იქნება, რადგან დადებით ბალანსამდე მას ყველა შეხვედრა აქვს მოსაგები.
4 მოგებით და 7 წაგებით ხვდება გორგაძე მე-12 დღეს,როცა ის ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება. ტაკარაფუჯის გაუარესებული უარყოფითი ბალანსი აქვს. მან ბაშოზე მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ისინი აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ და 12-ვე ორთაბრძოლა ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა.