მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ტყე რაში უნდა გამოიყენო?”

“წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს. ტყე რაში უნდა გამოიყენო? მარტო იმაში, რომ არ გააჩეხინო ვიღაცას.” – ამის შესახებ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტრიპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეკლესიისთვის წინასაარჩევნოდ ტყის გადაცემას შეეხებოდა.

“ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს.” – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის კომენტარია. გია ვოლსკის განცხადებით, ტყის კოდექსში ცვლილებებით ეკლესია- მონასტრებისთვის მიწების გადაცემის მხოლოდ იურიდიული ფორმა იცვლება და კანონი მათთვის არანაირი პრივილეგიის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

“დაახლოებით სამი მილიონი ჰექტარიდან, გარკვეული რაოდენობა მიწების – საკმაოდ მცირე აქვთ ეკლესია- მონასტრებს, მაგალითად, ნეკრესის მონასტერს გააჩნია გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლის არათუ გადაცემა ხდება, არამედ არსებული ფორმა, რითიც ეკლესიის გარშემო მიწა არის მისთვის დამტკიცებული, გადაცემის ფორმის იურიდიული მხარე იცვლება. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება და მეორე, ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს. ისეთი ფართობის მიწაზეა საუბარი, რომ შეუძლებელია ეს იყოს დანაკლისი ვთქვათ, სოფლის მეურნეობისთვის ან საზოგადოებისთვის. აქ კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთადერთია – ეკლესიაზე, იგივე სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა, რაც არის ჩვენი ოპონენტების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ეკლესიას ამ კანონით არანაირი პრივილეგია არ ეძლევა.”- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა. საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button