მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ტყის ჩეხვის ფაქტები, კახეთის 6 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
ხე- ტყის უკანონოდ განადგურებისათვის 46 მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.
ტყის ჩეხვის ფაქტები, კახეთის 6 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ტყის მასივებში, სხვადასხვა სახეობის ხეები მოჭრეს.
უკანონოდ ტყის განადგურების ფაქტები გამოვლინდა, ლაგოდეხში, ჭიაურის ტყეში, შპს ” ფაუნას” ტერიტორიაზეც.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები ადგილებზე შეადგინა.
კანონდამრღვევი პირების მიმართ, ტყის უკანონო ჭრისათვის პასუხისმგებლობის ზომას, რაიონული სასამართლოები, უახლოეს პერიოდში დაადგენენ.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა