ტყვიის ტოქსიკურ ზემოქმედებაზე კახეთში ბავშვების კვლევა დაიწყო
დღეს, კახეთში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვისათვის უფასო კვლევები დაიწყო. კვლევა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ყველა მშობელს შეუძლია ბავშვს კვლევა უფასოდ ჩაუტაროს.
“ნებისმიერ მშობელს, რომელსაც 7 წელზე ზევით ასაკის ბავშვი ჰყავს, შეუძლია გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ლაბორატორიაში კვლევა ჩაუტაროს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრეპარატებიც უსასყიდლოდ მიიღოს. ეს ძალიან სასარგებლო კვლევაა, რადგან ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში, ბევრ დაავადებას იწვევს”- განაცხადა შიოშვილმა.
სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა მიმდინარეობს, უკვე სამი წელია მოქმედებს. ბავშვებს, რომლების სისხლშიც ტყვიის შემცველობა 5 მიკროდეცილიტრს აღემატება, სახელმწიფო მკურნალობის კურსითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.
დღეს გურჯაანში კვლევისათვის 14 მოზარდი იყო დარეგისტრირებული.