ტრადიციული სუპერმატჩი. თბილისის დინამო ბათუმის დინამოს ხვდება

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე ბათუმის დინამო თბილისის დინამოს ესტუმრება. 21_ე ტურის სუპერმატჩის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზა დაიწყება.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადაძის დედაქალაქელები გეგუჩაძის აჭარულ კლუბს სატურნირო ცხრილში 1 ქულით უსწრებს და უპირატესობის გაზრდას გეგმავს. ასე არ ფიქრობენ ბათუმელები. მათი სურვილი, წინა ტურში დაკარგული ლიდერობის დაბრუნებაა.
მატჩის შემდეგ თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ტურში ბაქოს ნეფთჩის შეხვდება. ბათუმელები კი კონფერეს ლიგის სტარტს შეუდგებიან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა ამ სეზონში თბილისის დინამო ორჯერ დაამარცხეს. ეს კი გიორგი ნემსაძის თავკაცობის დროს მოხდა. ცხადაძესთვის ეს პირველი დაპირისპირებაა აჭარლებთან. ცნობისთვის,ბათუმის დინამოს ამ სეზონში ყველაზე მეტი, 37 გოლი აქვს გატანილი. ასევე, ყველაზე ცოტაა მათ კარში გაშვებული ბურთების რაოდენობა. კუპატაძის კარში წელს მხოლოდ 14 გოლი გავიდა.