მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 წევრი კარანტინშია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/korona-5-2.jpg)
ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 წევრი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს COVID-19 დაუდგინდა. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, მათ შორის იმ ქალაქებშიც, სადაც მამაკაცი გადაადგილდებოდა.
სამივე პაციენტი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, თავად ინფიცირებული მძღოლი კი, თბილისში გადაიყვანეს.