მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ტრამპი სამდღიანი მკურნალობის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, კოვიდ 19-მა არ შეაშინოთ და ვირუსს მათზე გაბატონების საშუალება არ მისცენ.

„არ მისცეთ მას თქვენზე გაბატონების საშუალება. ნუ გეშინიათ მისი. ვბრუნდებით, ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპს ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ მან პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button