მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა

ყირგიზეთში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 590 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ გამორიცხავს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button