ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 8 წელი მიუსაჯეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო. – იუწყება საქართველოს პროკურატურა.
“ფერით ბუდუნს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის განხორციელებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბუდუნი, 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ” – ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე.