ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას ოჯახის დაცვას სთხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას  ოჯახის დაცვას სთხოვს.

როგორც ლაგაზიძემ  განაცხადა, გრძნობს საფრთხეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში მყოფი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან, რის გამოც ხელისუფლებას დაცვას სთხოვს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს,  ვთხოვ ხელისუფლებას,  უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. მე ამ საფრთხეს ვგრძნობდი. მე მჭირდებოდა ერთი დღე, რომ თავდაცვის მინიმალური მექანიზმები შემემუშავებინა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მათ შემომთავაზეს, რომ გაავრცელებდნენ ვერსიას, თითქოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა მინდოდა და ამიტომ არ ვარ სიაში. რათა მინიმალური გარანტიები შემექმნა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, დავთანხმდი ამ ვერსიის გავრცელებას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადი დაცვა უკვე აიყვანა.

ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაადასტურა. თავად პარტიის და პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჯერ უცნობია.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button