წაღვერის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

დილის 6 საათზე განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში წაღვერის ტყეში, პროცესში ჩაერთო ვერტმფრენიც.

სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მეტყევე და მეხანძრე ებრძოდა. ხანძარის ლოკალიზება დღის ბოლოს გახდა შესაძლებელი. თუმცა, მისი ლიკვიდაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი ტყეში 5 ჰექტარამდე ფართობზე იყო მოდებული.

ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button