მნიშვნელოვანირეგიონი

წალენჯიხაში ერთმანეთს “ოცნების” ადგილობრივი თავმჯდომარე და აქტივისტი დაუპირისპირდნენ, რასაც დაჭრა მოჰყვა

ბიზნესის გამო დაწყებული დავა წალენჯიხაში ქართული ოცნების წევრებს შორის საქმის გარჩევაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოდან დავით ბელქანია და პარლამენტის ყოფილო წევრი ქართული ოცნებიდან, დღეს კი წალენჯიხაში პარტია “ქართული ოცნების” ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგა გულორდავა დაუპირისპირდნენ, მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერსა და აქტივისტს – მერაბ კვარაცხელიას, რომლის ძმაც საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.

დაპირისპირების მიზეზი გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი გახდა, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ სწორედ ბელქანიამ და გულორდავამ შეიძინეს ეკონომიკის სამინისტროსგან დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარად და ამ ნაკვეთზე სავარაუდოდ, ბეტონის ქარხანა უნდა აშენდეს.

როგორც ირკვევა მანამდე მერაბ კვარაცხელია ცდილობდა ამ ნაკვეთის შესყიდვას ეკონომიკის სამინისტროსგან და როგორც ბელქანიას ასევე გულორდავას წილებს ჰპირდებოდა. ხოლო მას შემდეგ რაც გულორდავამ და ბელქანიამ კვარაცხელიას გვერდის ავლით შეისყიდეს მიწის ნაკვეთი-სხვის სახელზე გააფორმეს, ამის შემდეგ კი მათ ერთმანეთი ამბის გასარჩევად დაიბარეს.

სწორედ ასეთი გარჩევის დროს მოხდა მერაბ კვარაცხელიას დაჭრა.

დაჭრის ფაქტს ადასტურებს დაჭრილის ძმა, გონერ კვარაცხელია, თუმცა აცხადებს, რომ დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა და მისი ძმა მხარსა და ზურგის არეშია დაჭრილი.

ამჟამად დავით ბელქანია მის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება.

ოჯახის წევრების თქმით, ისინი არ ფლობენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button