მნიშვნელოვანირეგიონი

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა-აკადემია გაიხსნა

,,ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლააა. განაცხადი შემოვიდა 300 ახალგაზრდისგან. ძირითადად წალენჯიხელი ახალგაზრდები არიან. ძალიან მახარებს, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ მართლა მომავლის პროფესიამ. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონამდე ამ პროფესიის ადამიანის დეფიციტია.

სწორედ ეს სკოლა მისცემს წალენჯიხელ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ არ იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე, აქ შექმნან საკუთარი მომავალი, დაიწყონ მუშაობა და ონლაინ ჩაერთონ ისეთ კომპანიებს, რომელიც მსოფლიოში აღწევენ ძალიან დიდ წარმატებას. ვფიქრობთ გაფართოებაზე, საერთო ჯამში მეტი ჰაბის გაკეთებაზე. შედგენილი გვაქვს გეგმა, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ. არამარტო წალენჯიხა არამედ მთელი საქართველო უნდა იქცეს ჰაბად, იმისათვის რომ ინოვაციები, ტექნოლოგიები, IT მიმართულება გახდეს ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება ჩვენს ეკონომიკაში”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თბილისიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.

22 წლის ნიკო კვარაცხელია გასული წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button