რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინაში გაემგზავრა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში გაემგზავრა.

იგი წალენჯიხასთან დამეგობრებულ ქალაქ იავოროვში ჩავა და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.  ამის შესახებ თავად მერმა განაცხადა ვიდეომიმართვსას.

გიორგი ხარჩილავას თქმით, იავოროვს წალენჯიხა ომის პირობებში დაუმეგობრდა, რაც ოფიციალურად მემორანდუმით გაფორმდება. დოკუმენტს ხელს ორივე ქალაქის წარმომადგენლები მოაწერენ.

“ეს ისტორიული დამეგობრებაა. მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის და განვითარების ფონდით, თქვენს მიერ გაღებული თანხებით შეძენილი, ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად საჭირო, ფრონტისპირა ქალაქის ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად დიზელ გენერატორი და განწყობები ერთობლივი ბრძოლისა, თანადგომისა, საუკუნოვანი მეგობრობის”, – აღნიშნა მერმა.

წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, 2 კვირის მანძილზე მოადგილე ლაშა ზარქუა იქნება.

ხოლო შეკითხვაზე მიიღებს თუ არა მერი საომარ მოქმედებაში მონაწილეობას, ვიცე-მერი თამარ ბელქანია აცხადებს,რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button