რეგიონი

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ისევ ვერ ხერხდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეოთხე ცდაზეც თავმჯდომარის არჩევა დღესაც ვერ მოახერხა.

პარტიამ “საქართველოსთვის” კორნელი სალიას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა საკითხი კენჭისყრამდე არ მისულა.

სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არაა დამტკიცებული 2022 წლის ბიუჯეტი.

წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” 11-11 დეპუტატი ჰყავთ. 3 წევრი ჰყავს გიორგი გახარიას პარტიას, 1 დეპუტატი “ლელო-ს”, ხოლო 1 დამოუკიდებელი კანდიდატია.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button