
წალკის მუნიციპალიტეტში გაზის მილების გაყვანისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაზიანდა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანის შესაბამისი ნებართვა არ არის გაცემული. სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე დამატებითი დეტალების გარკვევას ამ წუთებშიც ცდილობენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის, გოდერძი ნარიმანიშვილის ინფორმაციით, “მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი, დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ეს სამაროვანი ქვის წარწერიანი სტელებიტაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.”
https://www.facebook.com/gnarimanishvili/posts/3334198039951909