წარჩეს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გალის რაიონში, სოფელ წარჩეში არსებულ წარჩეს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამ ეკლესიების სააღრიცხვო ბარათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, მოამზადა და წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

ამჟამად, გალის მუნიციპალიტეტში მდებარე 5 ეკლესიას და წარჩეს ციხეს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

შეგახსენებთ: წარჩეს ციხე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, გალის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 7 კმ–ის დაშორებით მდებარე სოფელ წარჩესთან, მდინარე წარჩეს გაღმა ნაპირზე, მაღალი მთის წვერზე მდებარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button