მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცესკო-მ პირველი სხდომის თარიღი დაასახელა

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მიღებისთანავე ამოქმედდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის თარიღს.

კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოების პირველი სხდომები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს, შედეგები კი ცესკო-მ 13 ნოემბერს შეაჯამა.

ამასთან, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ რამდენიმე რეგიონში უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელზეც ოპოზიციის შეფასებით, ახალარჩეულ საკრებულოებს უნდა ემსჯელა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და მას პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ორგანოდ მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button