მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უკანონო სახერხი საამაქროები კახეთში

უკანონო სახერხების მოწყობისათვის სამ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება.
სახერხი საამაქროები სამ მუნიციპალიტეტშია აღმოჩენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ლატენტური ტიპის სახერხი დანადგარები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში იპოვა.
სამივე მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ლაგოდეხში, ერთ- ერთ ადგილობრივს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ალვისა და ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი და ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.
გამოვლენილი ფაქტები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ შემდგომი რეაგირებისათვის მასალები პოლიციაშია გადაგზავნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button