მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის და ბათუმის მერებს ხელფასები გაეზარდათ

ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ მერსა და მერის მოადგილეებს ხელფასები გაუზარდა. ოპოზიციის პროტესტისა და ხმაურის ფონზე ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერმა მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ საჯარო სექტორში ხელფასები გაზარდეს, მათ შორის, მერის და მერის მოადგილეებისთვის ხელფასები გაზრდილია, “სადღაც 1000 ლარიდან”.

“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. 

საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი.

პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერებიც. მერის და მერის მოადგილეებისთვის გაზრდილია სადღაც 1000 ლარიდან”, – თქვა მამუკა წოწერიამ

ჟურნალისტის კითხვაზე თუ  რატომ არ მიიჩნიეს საჭიროდ, ეს თანხა პროექტებზე გადაენაწილებინათ? ამაზე წოწერიამ უპასუხა, რომ პროექტებზე უკვე გადანაწილებულია და “ის პროექტები ვერ შეიქმნება, თუ ამ ადამიანებს არ ექნათ შესაბამისი შემოსავალი, სახელფასო ჯამაგირის სახით”.

ზუგდიდის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ასევე სხდომა დასრულდა ბათუმის საკრებულოშიც სადაც 2022 წლის ბიუჯეტი დააამტკიცეს “ოცნების” ვადაგასულმა დეპუტატებმა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად, ქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდასაც დაუჭირეს მხარი.

სხდომას სულ 16 დეპუტატი ესწრებოდა, საიდანაც 14 “ქართული ოცნების” წევრია, ხოლო 2 ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის. განხილვაზე ოპოზიციის დეპუტატები პოლიციამ არ შეუშვა, რამდენიმე მათგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ბიუჯეტის დამტკიცებასა და ხელფასების ზრდას მხოლოდ “ოცნების” წევრებმა დაუჭირეს მხარი. პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბათუმის ახლადარჩეული მერი ამბობს, რომ ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცდა, ქალაქის ისტორიაში “უპრეცედენტოა”.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა საკმაოდ სოლიდურად, უპრეცედენტოდ 254 მილიონ 47 ათასი ლარით. ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი. ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც ქალაქის განვითარებისათვის და მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისათვის არის საჭირო”, – თქვა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ რომ ზუგდიდში და ბათუმის საკრებულოებს სხდომა დილიდან მწვავე დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

მამუკა წოწერია ზუდგიდის მერის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button