მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცესკო ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს

ცესკო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ბრალდებებს პასუხობს.

როგორც რადიო თბილისს ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა, უბნებზე სიების გადამოწმების და დაკომპლექტების ბოლო ვადა 28 ოქტომბერია.

“სიების გადამოწმება გახლავთ თავად უბნის კომპეტენცია და არა საარჩევნო ოლქის”, – აღნიშნა მირანდა მესხმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის 7 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის სიაში სრულად ჯანმრთელი ადამიანები არიან.

“ერთ-ერთში, ახალსოფლის 36-ე უბანზე გარდაცვლილი პირია შეყვანილი. ყველა უბანზე ანალოგიური ვითარებაა”, – განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ და ჟურნალისტებს 20-მდე პირის სია წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერები არიან და გადასატანი ყუთის სიაში მმართველი პარტიის შტაბის, ასევე კოორდინატორების დახმარებით შეიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button