მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ცესკომ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები, საარჩევნო უბნების ოქმების სახით ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ოქმები განახლებად რეჟიმში ემატება ცესკოს გვერდზე.

ამ წუთებისთვის, 1914-ვე საარჩევნო უბანი დახურულია, ახლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ხმებს ითვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, ბიულეტენებში მათი სახელი და გვარები ეწერა. აქედან გამომდინარე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენში მათი ნომერი შემოხაზული იყო.

აქ იხილავთ ონლაინ რეჟიმში მეორე ტურის არჩევნების ოქმებს. 

ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button