ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 18:00 საათის წინასწარი მონაცემებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მთლიანად დათვლილია თბილისის ყველა ოქმი.
„ყველა ოქმი თბილისისა და ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისათვის არის დათვლილი. ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის თემის მერის დიდი ნაწილიც,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია 150 საუბნო ოლქის მონაცემის დათვლა დასასრულებელი.არჩევნების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.
ცესკოს მონაცემებით, პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ –55.66%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 17.05%;
ბაქრაძე-უგულავა “ევროპული საქართველო“ – 10.5%;
დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55%;
შალვა ნათელაშვილის – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.27%.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს:
რუსთავში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ირაკლი ტაბაღუამ – 53.5 %
ფოთში – გოჩა კურდღელია – 55.14 %
ბათუმში ლაშა კომახიძემ – 55.95%
რაც შეეხება ქუთაისს აქ სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” კანდიდატსა გიორგი ჭიღვარაიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის.
ქ. თბილისი:
კახი კალაძე – 51.12 %
ალექსანდრე ელისაშვილი – 17.19 %
ზაალ უდუმაშვილი – 16.55 %
ელენე ხოშტარია – 7.12 %
ირმა ინაშვილი – 3.2 %
გიორგი ვაშაძე – 1.95 %
კახა კუკავა – 1.26%
გიორგი გუგავა – 0.96%
თენგიზ შერგელაშვილი – 0.25%
კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ლიდერობენ
მონაცემები ასე გამოიყურება:
ახმეტა – იოსებ ქარუმაშვილი – 59.41%
თელავი – შოტა ნარეკლიშვილი – 54.78 %
გურჯაანი – არჩილ ხანდამაშვილი – 59.25 %
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი – 63.99 %
ყვარელი – როსტომ სესიაშვილი 63.85 %
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 65.45 %
სიღნაღი – გიორგი გოგილაშვილი – 59.53 %
საგარეჯო – გიორგი ერბოწონაშვილი – 69.37 %
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველ ქალაქებში და თვითმმართველ თემში ქალმა კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს. მაგალითად ქუთაისში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ქალი კანდიდატი.
რაც შეეხება კახეთს, რეგიონში ქალი კანდიდატები მხოლოდ ახმეტაში, გურჯაანში სიღნაღსა და თელავში იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა მცირე ხმების რაოდენობა მიიღეს.