მნიშვნელოვანისაქართველო
ცესკოს მონაცემები შეიცვალა – 828 უბნის შედეგები
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/10/cesko12.jpg)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით (01:46 სთ) 828 უბნის წინასწარი შედეგები ცნობილია, რომლის მიხედვით:
“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმათა 10.46% მიიღო, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 35,09 % ; ხოლო დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” უჭერდა მხარს ხმათა – 43,04 %.
სულ 3 703 საარჩევნო უბანია. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, ოქმები მუშავდება და პერიოდულად გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე