“ციანიდის საქმე”- პროცესი გადაიდო

დეკანოზის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომა გადაიდო.

მიზეზი სახაზინო ადვოკატების მოთხოვნა გახდა. მათ საქმის მასალების გაცნობისთვის სხდომის გადადება მოითხოვეს, მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.  როგორც ცნობილის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატებიც იცავენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. პროცესზე მხარეებს სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვები უნდა წარედგინათ. სხდომას დეკანოზის ადვოკატები, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი ესწრებოდნენ. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. სხდომას ესწრებოდა თავად გიორგი მამალაძეც. 

სახალხო დამცველს დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე მოსამართლემ უარი უთხრა. ნანუაშვილის თქმით, მოსამართლემ მას აუხსნა, რომ არ არის ვალდებული მიუთითოს ნორმა, რის საფუძველზეც სახალხო დამცველს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. 

მომდევნო სასამართლო სხდომა 9 ივნისს გაიმართება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მამალძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button