წიგნის „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ პრეზენტაცია გაიმართება

3 ნოემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წიგნის – „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ პრეზენტაცია გაიმართბა.

ღონისძიება 17 საათზე დაიწყება და ერთი საათი გაგრძელდება.წიგნი – „თავისუფალი თეატრალური პროექტები“, თბილისის მერიის „კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მხარდაჭერით განხორცილდა. წიგნზე რამდენიმე თეატრმცოდნესთან ერთად „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი“ მუშაობდა.

ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი წარმოადგენს სტატისტიკურ კვლევას, ხოლო, მეორე ნაწილი დათმობილი აქვს დაფინანსებული სპექტაკლების 80-მდე რეცენზიას.

წიგნის მეორე ნაწილზე 20-ზე მეტმა, თითქმის ყველა თაობის თეატრმცოდნემ იმუშავა. რეცენზიების უმეტესობა საგანგებოდ ამ ნაშრომისათვის დაიწერა.
ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 20-ზე მეტი თეატრისა და სათეატრო ორგანიზაციის 60-მდე პროექტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button