ეკა მიშველაძე -,,პრეზიდენტი არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გეგმავს“

პრეზიდენტის პრესსპიკერი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება.

მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილმა ,,რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, გავრცედა ინფორმაცია, იმის შესახებ თითქოს პრეზიდენტის საფარქვეშ შესაძლოა სრულიად ახალი, პროდასავლური პარტია ჩამოყალიბდეს, სადაც უსუფაშვილი და სხვა პირები გაერთიანდებიან.

ეკა მიშვეილაძის განცხადევით პრეზიდენტი მზად არის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ლიდერთან საუბრისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გეგმავს.

“ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება. პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად კიდევ უფრო დემოკრატიულობისთვის არის ძალიან სასარგებლო. შესაბამისად, ასე ვაპირებთ ამ ეტაპისათვის გაგრძელებას”,- განაცხადა მიშველაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button