სპორტი

წითელი ბარათი გრანადა 2- თან და მოედნიდან გაძევებული გიორგი ქოჩორაშვილი

ლევანტე 2- ის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გრანადა 2- თან თამაშის დროს მატჩის 77-ე წუთზე გააძევეს.

22 წლის ქოჩორაშვილი ტრავმის მოშუშების შემდეგ მესამე შეხვედრას ატარებდა.

გიორგი,მეტოქის გარემარბის,კრისტიან გუტიერესის პროვოკაციას წამოეგო და მეტოქეს თავი მიარტყა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა ქართველ ნახევარმცველს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი იძულებით დაატოვებინა.

ლევანტე 2- ის მაისურით გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა

ლევანტე 2 ესპანეთის მეოთხე ლიგის მეხუთე ჯგუფში 20 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button