მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცხინვალის საავადმყოფოში სროლა იყო

ცხინვალში რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სროლაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ამის შესახებ, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესი“ იუწყება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ივნისს, ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათისთვის, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა შეაღწია და უმისამართო სროლა დაიწყო.

რაიმე სხვა დეტალებს დე ფაქტო შსს ჯერჯერობით არ იუწყება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button