რეგიონისაქართველოსიახლეები

ცხინვალის საკარანტინო სივრციდან 25-მდე პირი გაიქცა

ოკუპირებულ ცხინვალში, საკარანტინო სივრციდან 25-მდე კურსანტი გაიქცა. ინფორმაციას ოსური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაქცეული კურსანტები რუსეთის სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ და რეგიონში პანდემიის გამო დაბრუნდნენ.

ახალგაზრდებმა ტერიტორია თვითიზოლაციის დასრულებამდე დატოვეს. შემთხვევა მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოხდა, სადაც ეს ადამიანები იყვნენ მოთავსებული.

“დაახლოებით ორი საათისთვის, ახალგაზრდა ადამიანები შევნიშნე საავადმყოფოს სიახლოვეს, ბარგით ხელში. თავიდან ვიფიქრე, რომ კარანტინში ყოფნის ვადა დაუსრულდათ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ თვითნებურად დატოვეს ტერიტორია. მათ მილიცია დაედევნა”. – იხსენებს თვითმხილველი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კურსანტები კარანტინში იმავე დღეს დააბრუნეს.

რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში სულ 250 კურსანტი დაბრუნდა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულებიდან, 2 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button