მოზაიკა

12 წლის ფანმა, Pink თავისი არაჩვეულებრივი ხმით გააოცა [ვიდეო]

შაბათს, 12 მაისს ვანკუვერში ამერიკელი მომღერლის, ფინქის კონცერტი გაიმართა. კონცერტს მომღერლის გულშემატკივარი, 12 წლის ვიქტორია ენტონი ესწრებოდა, რომლის ოცნებაც, ფინქთან ერთად სიმღერა იყო.

ამისთვის, გოგონამ დედის, კრისტინას დახმარებით, ორ კვირიანი კამპანია ჩაატარა – მათ ვიდეო გადაიღეს და სოციალურ ქსელებში ჰეშ-თეგით #vicandpink ატვირთეს. კამპანია მალე გახმაურდა, გოგონა ტელეეთერებშიც კი მიიწვიეს, თუმცა კონცერტის დღემდე, მისთვის უცნობი იყო, შეიტყო თუ არა მომღერალმა მის შესახებ.

კონცეტის დღეს, გოგონა სცენასთან ყველაზე ახლოს იდგა და საყვარელი მომღერლის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა. თავდაპირველად, მაყურებლებისკენ მიმავალმა 38 წლის მომღერალმა ვიქტორიას გვერდი აუარა, თუმცა მოულოდნელად მასთან მიბრუნდა და ჰკითხა – ის მონაწილეობდა თუ არა სოციალურ კამპანიაში.

ფინქმა გოგონას მიკროფონი მიაწოდა, რის შემდეგაც, მთელი დარბაზი და თავად მომღერალი, ემოციებით უსმენდნენ ფინქის სიმღერა Perfect-ის საოცარ შესრულებას.

,,ყოველთვის მიყვარდა ფინქი, ვიცოდი, რომ ჩამოდიოდა [ვანკუვერში] და ვხუმრობდი კიდეც –  რა იქნება, თუ მასთან ერთა ვიმღერებ“, – თქვა ვიქტორიამ კონცერტის შემდეგ.

ვიკის დედის, კრისტინას თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ მისი შვილი სიმღერის ნიჭით იყო დაჯილდოვებული, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 20 000 მსმენელისა და რაც მთავარია, მისი კუმირის წინაშე, ასე თავდაჯერებულად იმღერებდა.

ვიქტორიას თქმით, სიმღერა ყოველთვის იქნება მისი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ჯერ პატარაა იმისთვის, რომ საბოლოოდ გადაწყვიტოს რა პროფესიას აირჩევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button