რეგიონისაქართველოსიახლეები
ცხინვალში COVID-19 კიდევ ორ პირს დაუდასტურდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 25 დადასტურებული შემთხვევაა.
ორივე ინფიცირებულს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ცხინვალში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ამჟამად, 290 პირი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც.